თანამშრომლობა
1991 წელს ძმებმა მილდიანებმა, იგივე “მილდიანი ჯგუფი”–მა თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად აირჩიეს მეღვინეობა. საწყის ეტაპზე ხდებოდა არსებული ღვინის ქარხნებიდან მზა პროდუქციის შესყიდვა და მისი ექსპორტი რუსეთში. პირველი დაგროვილი კაპიტალით მალევე მოხდა საკუთარი ღვინის ჩამოსასხმელი საწარმოს შექმნა მცხეთაში, რამაც შესაძლებელი გახადა ღვინის ხარისხის სრული კონტროლი. ეს თავის მხრივ იყო ექსპორტის გაზრდისთვის აუცილებელი პირობა. სამწლიანი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შეიქმნა საჭიროება პირველადი ღვინის საწარმოს შექმნისა, რომელიც აშენდა მეღვინეობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო ზონაში -წინანდალში და მთლიანად აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით, რამაც შექმნა მიღებული ღვინის ხარისხის დამატებითი გარანტია და მისი მუდმივი გაუმჯობესების საშუალება. საწარმო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით პარტნიორებმა 2003-2004 წლებში ააშენეს ახალი თანამედროვე ღვინის მარანი გუურჯაანის რეგიონში.
იურიდიული კომპანია Proconsulting-ი 2013 წლიდან უზრუნველყობს ჩვენი კომპანიის სრულ იურიდიულ სერვისს, როგორც სამართლებრივი მხარდაჭერის, ისე სასამართლო დავების მიმართულებით. მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, ჩვენი კომპანიის ნდობას.
პროფესიონალ იურისტთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას. საიმედო პარტნიორები
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ „Professional Consulting“-თან, კომპანია უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას და პასუხისმგებლობით ეკიდება ჩვენს ყველა პრობლებას. კომპანიის გუნდს აქვს კორპორატიული კულტურა რაც სასიამოვნით ხდით მათთან თანამშრომლობას.
Protected by MBS