ავარიების 2017 წლის სტატისტიკა ცნობილია
საქართველოში 2017 წელს ავარიების რიცხვი 2016 წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ჯამში 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან სიმთვრალით გამოწვეული იყო 160 შემთხვევა. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია ავარიების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობაც.
კერძოდ, 2017 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8461 ადამიანი დაზარალდა, 517 კი დაიღუპა. 2016 წლის სტატისტიკა კი შემდეგნაირია: 9951 დაზარალდა და 581 დაიღუპა.