"Facebook,, -ი ფოტოების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს
სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებლებს შეტყობინებას გაუგზავნის, თუკი ვინმე მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს გამოაქვეყნებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამტვირთავს ფოტოზე არავინ მოუნიშნავს. ამისთვის სერვისი სახეების იდენტიფიცირების სისტემას გამოიყენებს.
მომხმარებელი, რომელსაც Facebook-ი ფოტოზე იპოვის, შეძლებს საკუთარი თავი მონიშნოს, უარი განაცხადოს ან აღნიშნოს, რომ ფოტოზე ის არ არის. თუ ფოტო პრივატულია, მაგალითად, ის უცხო ადამიანმა "მხოლოდ მეგობრებისთვის" გამოაქვეყნა, ფოტოზე აღბეჭდილი მომხმარებელი შეტყობინებას არ მიიღებს.
Facebook-ი სახეების იდენტიფიცირების სისტემას გამოიყენებს იმ შემთხვევაშიც, თუ ვინმე მომხმარებლის ფოტოს პროფილზე დააყენებს. ასეთი გზით სოციალური ქსელი თვითმარქვიებთან ბრძოლას აპირებს.
სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ფოტოებზე მისი სახის ამოცნობის გამორთვას შეძლებს.